გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაურმა თეიმურაზ მღებრიშვილს მადლობა გაწეული სამსახურისთვის გადაუხადა და დააჯილდოვა

14-01-2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს - თეიმურაზ მღებრიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის I ხარისხის მედლით დააჯილდოვა.

თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად 2018 წლის ბოლოს დაინიშნა. 2019 წლიდან სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში დაბრუნდა.
სისტემური განახლების პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ინფრასტრუქტურული რეფორმა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადაეცა, რომლებიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდა.

აქტიურად გრძელდება სოციალური პროექტებიც, რომლების ფარგლებშიც, მიმდინარე წელს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ. ასევე, მოხდება მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა.

თეიმურაზ მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31