გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრულო პოლიციამ გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა

23-12-2017

საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაკეტილი გზის მონაკვეთის მისასვლელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის გუდაურის განყოფილების თანამშრომლები აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყველა სახის ავტომანქანებს დაბა ჟინვალში აჩერებენ, გზის გადაკეტვის შესახებ აწოდებენ ინფორმაციას და ურჩევენ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგდნენ. ხოლო, რუსეთის ფედერაციაში მიმავალი ავტომანქანების მძღოლებს უხსნიან, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გზაზე გაჩერებულ ავტომანქანების მძღოლებსა და მგზავრებს, შესაბამის დახმარებას უწევენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031