გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი

6-02-2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი.


მისივე თქმით, გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა არის ძალიან დიდი პრობლემა.


„ჩვენ არც საერთაშორისო და არც სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით, რათა ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა, არის ადამიანის მძევლად აყვანა. არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31