გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერება არ მოხდეს და ეს არც მოხდება

8-03-2018

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ახლა პიკს აღწევს, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად გადაივლის. 
ამის შესახებ სუბარმა ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 
„ცხადია შეიქმნა ცოტა რთული ვითარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაე წავიდა და ბევრმა მოითხოვა თავშესაფარი ერთდროულად, თუმცა ეს მაინც მგონია, რომ პიკია, რომელიც აუცილებლად გადაივლის. მეორე მხრივ, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შეჩერება არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, არც მოხდება. 
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. მათ მაინც არ აქვთ არანაირი შანსი თავშესაფრის მიღების და ამით უფუჭებენ საქმეს არა მარტო სხვა მოქალაქეებს, არამედ საკუთარ თავსაც“- განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031