გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფლმა ორმა თანამშრომელმა ბრალი აღიარა

10-02-2020

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქალაქო სასამართლოში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე დღეს მხარებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ორმა ბრალდებულმა, დავით ქოქიაშვილმა და ილია გამგებელმა ბრალი აღიარეს.


დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა, რომელიც წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველი მამხილებელ მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული მასალები ქარდავას ბრალეულობას არ ადასტურებს. უფლებადამცველს იმედი აქვს, რომ სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.


რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორის თქმით, მტკიცებულებებით სამივე ბრალდებულის ბრალეულობა დასტურდება. ჯერჯერობით უცნობია, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


გამოძიების ვერსიით, ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2006 წელს დაგეგმა. რაც მიზნად ისახავდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით ბადრი პატარკაციშვილის დაშინებას. ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას კი ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მორიგე პოლიციელების განეიტრალება დაევალა. უარის შემდეგ კი ბრალდებულებმა მისი უკანონოდ დაკავების გეგმა განახორციელეს და შამათავას 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031