გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელის მოქალაქეს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩნდა

12-02-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ჯამში 134 აბი გამოავლინეს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262 - ე მუხლების 1-ლი ნაწილებით დაიწყო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930