გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 200 "ნაცი" იდგა ხოლმე აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე

18-02-2020

"ადრე 200 "ნაცი" იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, კრიზისი არა ქვეყანაში, არამედ, "ნაციონალურ მოძრაობაშია".

"ბუნებრივია, 200 "ნაცის" სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს. ეს არის მარტივი რეალობა. ეს თავები მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის. "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ საკუთარი თავი რაღაცნაირად აცოცხლოს და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას, თუმცა არანაირი რესურსი არ აქვთ. არანაირი კრიზისი არ არის, კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაშია. მე პირადად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ სხვადასხვა მიზეზის გამო, რასაც აღარ ჩამოვთვლი. დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდი მხარს დაუჭერს მას",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე, ასევე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები. ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დღეს კი, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031