გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: მე ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, მივესალმები მის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ

20-02-2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


სააკაშვილი „ფეისბუქზე“  წერს, რომ მიესალმება ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

სააკაშვილი წერს, რომ ამაყობს ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებითა და სიმტკიცით.


„მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“ ,- წერს სააკაშვილი  „ფეისბუქის“ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930