გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი გადაიდო

21-02-2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ,,მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს.


საძაგლიშვილის ინფორმაციით, საქმის განხილვა მომდევნო კვირას გაგრძელდება.


ცნობისთვის, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედება ბრალად.





ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930