გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ეგიდით გახსნის

24-02-2020

სტრასბურგში გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნის.


ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის გამოვლენა ეროვნული პოლიტიკის კონტექსტში. მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ ამ სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.


კონფერენციის დასასრულს მონაწილეები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე დეკლარაციას მიიღებენ.


კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.


კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მინისტრები დაესწრებიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31