გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ კალანდია: ჩემი შვილის დაპატიმრებაში ვისაც წვლილი მიუძღვის, ჯოჯოხეთში გავიყოლებ

25-02-2020

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მის შვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

"ჯოჯოხეთში, რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც წავიყოლებ. ყველას ვინც ჩემი შვილის დაპატიმრებაში წვლილი მიიღო", - განაცხადა კალანდიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე ვის ინტერესში შედიოდა მისი შვილის დაპატიმრება - კალანდია აცხადებს, რომ მის შვილს "შეახოცეს" ხელი.

"იყო სერგი კაპანაძის, "ევროპული საქართველოსი" და მათ შორის "ოცნების ინტერესი".  "ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს "შეტენა" ყველაფერი", - განაცხადა კალანდიამ. 

მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

PIA

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930