გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი Russia Today-ს წამყვანი გახდება

26-02-2020

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალენ ჟუიე ტელეარხ Russia Today-ს წამყვანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული რადიოსადგური RFI ავრცელებს.

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი გადაცემას გეოპოლიტიკის საკითხებზე წაიყვანს. Russia Today-ს ფრანგულენოვანი არხის ხელმძღვანელის, ქსენია ფიოდოროვას განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ამ გაქანების ადამიანი რუსული სახელმწიფო ტელეარხის რედაქციაში იმუშავებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენს ტელემაყურებლებს საშუალებას მისცემს, უფრო სიღრმისეულად შეხედონ გეოპოლიტიკურ პროცესებს“, - აღნიშნა მან.

ალენ ჟუიე საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს (DGSE) 2002 წელს ხელმძღვანელობდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31