გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"ეს რომ მცოდნოდა არა "კოკოითი ფანდარასტს", არამედ "სააკაშვილი ფანდარასტს" მოვუწოდებდი" - ვლადიმერ სანაკოევი მერაბიშვილსა და სააკაშვილს ამხელს

4-03-2020

დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი და მოძრაობა "ფანდარასტის" ერთ-ერთი ლიდერი, ვლადიმერ სანაკოევი ნანობს, რომ აღნიშნულ პროექტში ჩაერთო და აცხადებს, რომ თავის დროზე არ იცოდა ამ მოძრაობის გზა საით მიდიოდა და რომ სცოდნოდა, არა "კოკოითი ფანდარასტ"-ის, არამედ "სააკაშვილი ფანდარასტ"-ის შესახებ გააკეთებდა მოწოდებას.


"მრცხვენია, ვახსენო მოძრაობა "ფანდარასტი". ამ სპექტაკლის ავტორი იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელი. იყო ერთი ასეთი შემთხვევა, ვსადილობდით ერთად რესტორანში და ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ჩვენ ხალხს უყვარს სპექტაკლები და სპექტაკლი მოვაწყოთო.


მე მოძრაობა "ფანდარასტის" წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს არასერიოზულად მიმაჩნდა, თუმცა, ამ ე.წ. სპექტაკლზე უამრავი ფული დაიხარჯა.


რიმ მცოდნოდა მაშინ სად მიდიოდა ეს გზა, მოვუწოდებდი "სააკაშვილი ფანდარასტ" და არა "კოკოითი ფანდარასტს"-განაცხადა ვლადიმერ სანაკოევმა გაზეთ "საერთო გაზეთთან" ინტერვიუში 2013 წლის ზაფხულში.


შეგახსენებთ, რომ მოძრაობის - "კოკოითი ფანდარასტ", იდეა აგვისტოს ომამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, 2007 წლის ივლისში, "სრულიად ოსთა კონფერენციაზე" გაჟღერდა. მოძრაობას, რომელსაც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარს ღიად უჭერდა, სათავეში ვლადიმერ სანაკოევი ჩაუდგა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031