გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ვფიქრობ, რომ შოთაძის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლის მხრივ

9-03-2020

"ვფიქრობ, რომ შოთაძის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ის ფაქტი, რომ უშუალოდ უწყების ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში მას დიდი მხარდაჭერა ექნება",- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, არ არის სასიამოვნო და კარგი ფაქტი პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი.


,,დაბრუნდა შოთაძე პროკურატურაში და პირველ რიგში საკუთარი სისტემის წმენდა დაიწყო. არ არის სასიამოვნო და კარგი ფაქტი პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი. თუ არ იქნება ნდობა პროკურატურის მიმართ, რთული იქნება კორუფციული გამოწვევების გამკლავება. ამიტომ ვფიქრობ, რომ შოთაძის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ის ფაქტი, რომ უშუალოდ უწყების, სისტემის ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში მას დიდი მხარდაჭერა ექნება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.


ის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930