გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების ახალი წესის მიხედვით ბენეფიციარების ნაწილს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ

16-03-2020

დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა. ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.

მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ეკიპირებით ემსახურებიან.

აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (032 2 722222), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება.


ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებულია სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; აკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; ბენეფიციარებს კი მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას აწვდიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930