გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის დანიშვნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

17-03-2020

ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას პარლამეტში, მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.


პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები.


ახლადარჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოში არანაირი კლანი არ არსებობს.


„ჩემი დიდი სურვილი არის, რომ სასამართლოს დაუბრუნდეს ადამიანების ნდობა. ეს იქნება ჩემი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი. სასამართლოში კლანის არსებობას გამოვრიცხავ და ოპოზიციას ვურჩევ, აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცებულებები დადონ“ - განაცხადა ქადაგიძემ.


ნინო ქადაგიძის კანიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი იურიდულ საკითხთა კომიტეტმა, ხოლო პარლამენტს მისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031