გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს

19-03-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.
თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930