გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის წევრებმა რაგბის ბაზაზე ღია სამკითხველო გახსნეს

15-03-2018

საქართველო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელმა, გიორგი კეკელიძემ რაგბის ბაზაზე - „შევარდენი“ ღია სამკითხველო გახსნეს.
ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
„მე როგორც ყოფილმა პროფესიონალმა სპორტსმენმა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი რაგბის ბაზაზე. ამ მიმართულებით იგეგმება არაერთი პროექტი. მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორს გიორგი კეკელიძეს. ვეცდებით, ეს ტენდენცია სისტემური ხასიათის გავხადოთ და სხვა ფედერაციებთანაც ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით“,- მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას და რაგბის კავშირს საინტერესო ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს პარლამენტი თავის მხრივ და პარლამენტის აპარატი ამ პროცესს მიესალმება, ხელს უწყობს და მზად არის მაქსიმალური ჩართულობით მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს რაგბის კავშირს საინტერესო ინიციატივისთვის და წარმატება ვუსურვო“,- გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031