გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყველა სპეცრეისზე ბილეთი 199 ევროდ გაიყიდება - ვენიდან საქართველოს მოქალაქეებს დღეს 17:00 საათზე ჩამოიყვანენ

26-03-2020

დღეს ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება. თვითმფრინავი მათ ჩამოსაყვანად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაფრინდა.

ფრენას კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ახორციელებს. რეისით ჩამოსვლას ის მგზავრებიც შეძლებენ, რომლებსაც 22 მარტს ბილეთები გაუუქმდათ.

"რეისზე ყველაზე დიდი ბორტია, სადაც 180 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან, ბორტგამცილებლების უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს, რომლესაც გაუუქმდათ რეისი 22 მარტს, საშუალება მიეცათ ესარგებლათ თავიანთი ბილეთით. დარჩენილ ადგილებზე ბილეთი 199 ევროდ გაიყიდა. ასევე ყველა მომავალ რეისზე, ყველა ბილეთი 199 ევროდ გაიყიდება,"- აცხადებს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.

ყველა ჩამოსული მგზავრი გაივლის სპეციალურ შემოწმებას და გადავლენ კარანტინში. შემდეგი რეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამი თბილისის რეისით ჩამოიყვანენ.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031