გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალი თვითიზოლაციაშია – ერთ-ერთ მათგანს ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა

2-04-2020

კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალთან ჰქონდა შეხება. როგორც “კვირას” კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის გამო, ის ადამიანები, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულს, თვითიზოლაციაში არიან.

ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის, ნინო ქოჩორაშვილის თქმით, ინფიცირებულს, რომელსაც ახლო კონტაქტი ჰქონდა კლინიკის თანამშრომელთან,  ახლა ტემპერატურა აღენიშნება.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაგვიდასტურა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული ჩვენს კლინიკაში ამბოლატორიულ ვიზიტზე იმყოფებოდა.

შესაბამისად, ყველა რეკომენდაციის დაცვით, ის ადამიანები, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულს, გავუშვით თვითიზოლაციაში. ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება დაცულია, მათ შორის, იმ თანამშრომლისაც, რომელსაც ახლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ახლა აღენიშნება ტემპერატურა.

ინგოროყვას თანამშრომელს ტესტი დღეს ჩაუტარდება და ველოდებით პასუხს. ის გადაყვანილია ერთ-ერთ covid-19-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში”, – აღნიშნა ნინო ქოჩორაშვილმა.

kvira

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930