გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო მოდელზე მიღწეული შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება

14-04-2020

„პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, სადაც ძალიან დიდი როლი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეასრულეს, „ქართული ოცნების მხრიდან შესრულდება, არანაირი საფრთხის ქვეშ ამ შეთანხმების შესრულება არ დგას. დაინიცირებულია შესაბამისი ცვლილებებიც და ჩვენ ამ ცვლილებებს სრულად განვახორციელებთ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელი და დაუშვებელია მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკის შეტანა.

„რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების, თუ გარკვეული პოლიტიკოსების მოწოდებებს. ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ამ პოზიციას სრულად ვეთანხმები. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციას და ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და შესაბამისად, პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სფეროში წარმოუდგენელი და დაუშვებელია“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031