გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს

21-03-2018

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში ჩაცხრილეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს 7 ტყვია ესროლეს.

ინციდენტისას დაიჭრა კახიძის ნათესავი ქალბატონიც, რომელიც შემთხვევისას სახლში იმყოფებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემთხვევა დაახლოებით 2 საათზე მოხდა. სახლში დარეკეს ზარი, რომ იყვნენ ბანკიდან, დოკუმენტები ეჭირა ხელში. გააღო ნათესავმა ქალმა. ეს მამაკაცი თვითონ ოთახში იყო. უთხრეს, რომ გზავნილი მის სახელზე იყო მოსული. რომ გამოვიდა ეს პირი, დააცალეს მთელი მჭიდი. ეს ქალბატონიც დაჭრილია“- განაცხადა ადგილობრივმა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31