გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ მიღებულ რეზოლუციას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ

21-03-2018

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის ინიცირებით „ოთოხოზრია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ დღეს მიღებულ რეზოლუციას. იგი მკაფიოდ ასახავს ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და მთელი საზოგადოების ერთიან, პრინციპულ, და, ამავდროულად, შედეგზე ორიენტირებულ პოზიციებს"-ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.


მისი შეფასებით, ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უკომპრომისო პოციზიასთან ერთად, რეზოლუცია მკაფიოდ აჩვენებს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენ მაღალ პასუხისმგებლობას საკუთარ მოქალაქეთა, მათ შორის, ოსებისა და აფხაზების მიმართ, განუხრელ ერთგუელებას პრობლემათა მოგვარების დიპლომატური გზისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი.


"მჯერა, რომ სწორედ ამგვარი პრინციპულობა, სამართლიანობისა და თანხმობის საზოგადოების შენებისთვის ყოველდღიური შრომა არის გზა, რომელიც საქართველოს ერთიანობის, მშვიდობის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის კეთილდღეობისკენ და თავისუფალ ერთა თანამეგობრობის ღირსეული წევრობისკენ მიგვიძღვება"-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930