გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტერბურგში, რეანიმაციაში გაჩენილ ხანძარს სუნთქვის აპარატზე მიერთებული 5 პაციენტი ემსხვერპლა

12-05-2020

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული 5 პაციენტი პეტერბურგის ერთ–ერთ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. ამის შესახებ TACC რუსეთის საგანგებო სამსახურებიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

კლინიკიდან დაახლოებით 150 ადამიანია ევაკუირებული, ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ხანძრის კერა სუნთქვის აპარატი გამხდარიყო.

რამდენიმე დღის წინ, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გაუმართაობა მოსკოვის კლინიკაში გახდა ხანძრის მიზეზი, რასაც ერთი ქალი ემსხვერპლა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31