გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: პედაგოგიურმა კორპუსმა გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება

15-05-2020

პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმ დევიზის, რომელსაც მთავრობა უნდა გაყვეს - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.

„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება. ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. რახან ვამბობთ, რომ ეს კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ავამუშაოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031