გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორპუსის კარანტინში მოქცევა წარმოუდგენელია, კვლევა გრძელდება - მარინა ეზუგბაია საბურთალოს შემთხვევაზე

30-05-2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ არ ისურვა დეტალებზე ესაუბრა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ მაცხოვრებლები კარანტინში მოექცნენ. თუმცა აცხადებს, რომ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, კორპუსის კარანტინი კი არასწორი ფორმულირებაა.

"არაფერს არ ვიტყვი, კვლევა გრძელდება. სიახლე ხომ არაა, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების კვლევა ხდება? თუ კლინიკა გამოვლინდება მანამდე ხდება კვლევა, თუ არა, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი, კანონზომიერი პროცესი და ამ ჩვეულებრივ კანონზომიერ პროცესს ნუ მისცემთ რაღაცა სახეს. ადამიანებს რომ რეკომენდაციას აძლევ, რომ მეტნაკლებად შეიზღუდონ თავი და გარკვეულწილად თვითიზოლაციაში იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ კარანტინია, კორპუსის კარანტინში მოქცევა, კიდევ ალბათ წარმოუდგნელია, არ არის ასე,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031