გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი: ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს

2-06-2020

ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს,- სააგენტო Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადება ასიმპტომურია და ფაშინიანი იზოლაციაში იმყოფება.

„ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად აგრძელებს. დაავადება ასიმპტომურია. ნიკოლ ფაშინიანი იზოლაციაში დარჩება და მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930