გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: რას ნიშნავს კვოტა? ჩვენ გუნდურ მუშაობაზე ვსაუბრობთ

10-06-2020


რას ნიშნავს კვოტა? ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე, რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სიაში პარლამენტში, არჩევნების წინ ვინ მოხვდება? ეს ნორმალურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვაზე - „როდის იქნება წინასაარჩევნო სია და ვინ იქნება ამ სიაში თქვენი კვოტა“ პასუხად განაცხადა.


თუ ვის გაუწევს პრემიერი რეკომენდაციაზე, ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

„მე, როგორც გუნდის წევრი, როდესაც ეს განხილვები დაიწყება ჩემს სათქმელს ვიტყვი, ეს არის და ეს, ჯერ ეს არც დაწყებულა და ნუ ჩქარობთ. ჯერ ადრეა, ჯერ პარლამენტს მუშაობა არ დაუმთავრებია, უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ამაზე ვიფიქროთ და ამაზე ვილაპარაკოთ, რა დროს სიაა, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, რომ თუ სიას ადრე დააკომპლექტებენ ეს გარანტიაა იმისა, რომ ვიღაც არჩევნებს მოიგებს, სასაცილოა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31