გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში, იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია

10-06-2020

 

ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა შიდა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში იმოგზაურონ.

 

„და რა თქმა უნდა შიდა ტურიზმი - 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31