გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებაზე: ვთვლი, ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია

17-06-2020


საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა შესაძლოა გამომდინარეობდეს იქიდან, რომ კრიზისს და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა.

„არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ერთი და იგივე ხალხი კიდევ და კიდევ პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით ასეთი რისკი არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31