გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდლებისათვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

17-06-2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ა(ა) იპ „ლანჩხუთის სააღმზრდელო- საგანმანათლებლო ცენტრის“ მართვაში არსებულ 21 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომლებიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

სურსათი ჯამში 1 145 აღსაზრდელმა მიიღო. მათთვის საკვები პროდუქტების დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს განხორციელდა.
საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930