გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, 4 მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია

18-06-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის  ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 -ია. საერთო რაოდენობამ კი 893 შეადგინა. 8-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამაც და ამ ეტაპზე კორონავირუსისგან განკურნებულია 739 ადამიანი. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 140-ია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან 7 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო და ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი რჩება. მარინა ეზუგბაიას თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, დანარჩენი კი საშუალო და მსუბუქი.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930