გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები უმარტივესად ჩამოიწერება, რაც ბიზნესს გაუმარტივებს ოპერირებას

25-06-2020

ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ბიზნეს სექტორს ოპერირებას გაუმარტივებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, მე რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031