გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უდუმაშვილი კალაძეზე: ვის მოხვდება სიმართლის თუ სიბრაზის მუშტი, ამას ვნახავთ შემოდგომაზე

25-06-2020

“ღიმილის მომგვრელია”, – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა სადაც ის ამბობს, რომ სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს.

“როდესაც შუბლზე ძარღვი არ გაქვს ყველაფრის თქმა შეიძლება. არ ვიცი, ვის დაუხურეს ეს ტროლების და ბოტების ფაბრიკა ცოტა ხნის წინ, შემთხვევით ხომ არ იცით? ასეულობით ანგარიში დაბლოკა FACEBOOK-მა რომ “ფეიკნიუსებს” ავრცელებდნენ.

ვინ აფინანსებდა ამ ყველაფერს? შემთხვევით კახი კალაძე ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან? აღარ ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებაზე”. ვინ იყო ამ ბოროტების მანქანის დამფინანსებელი, რომელიც დღესაც აგრძელებს საკუთარი მედიასაშუალებებით.

ღიმილის მომგვრელია. ვის რა მოხვდება ცხვირში და როგორი სიმართლის თუ სიბრაზის, ამას ვნახავთ შემოდგომაზე”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე “ფეიკ ნიუსების” წინააღმდეგ კამპანიას იწყებს.

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31