გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - ემიგრანტთა ახლობლები ფრენების განახლებასა და ბილეთის დაფინანსებას მოითხოვენ

7-07-2020

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. ემიგრანტები და მათი ახლობლები უწყებისაგან ფრენების განახლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აღდგენის გარდა ამბობენ, რომ საგარეო უწყებამ საქართველოში ჩამოსასვლელად მოქალაქეებს ფრენები უნდა დაუფინანსოს, რადგან თვეებია ემიგრანტები უცხო ქვეყნებში სამსახურისა და შემოსავლის გარეშე იმყოფებიან.

"მივმართავთ ბატონ დავით ზალკალიანს გადახედოს ამ თემებს, ჩართოს მთელი დიპლომატიური კორპუსი, მიმართოს ყველა იმ ქვეყანას, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი ნების გარეშე დაარღვიეს ვიზა რეჟიმი და ეს ადამიანები თავიანთ სამშობლოში დააბრუნოს,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომას" წევრი ნინო კვარაცხელია.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930