გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში ცენტრალური საავტომობილო გზის რებილიტაციისთვის 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

4-08-2020

ტყიბულში, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რუსთაველი-გამსახურდიას ქუჩების საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისათვის 6 მილიონი ლარი იხარჯება.

გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ აღნიშნული გზის მონაკვეთს კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, რაც აისახა გზის არსებულ მდგომარეობაზე. საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის თვის ჩათვლით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ცენტრალურ საავტომობილო გზის 5 კმ-იან მონაკვეთს. სრულად შეიცვლება ასფალტო-ბეტონის საფარი, ბორდიურები, მთელ პერიმეტრზე კეთილმოეწყობა ტროტუარები, საყრდენი კედლები. მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და მოეწყობა თანამედროვე ტიპის მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები.

პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დინტეერესდა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ,,საქმილსადენმშენი“-ს წარმომადგენლებს გაესაუბრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31