გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის პარტია ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის საინტერესო პოლიტიკური ძალა აღარაა

12-04-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემაშფოთებელია, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან”. 

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. 
მისი განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა დიდი ხანია, აღარ ვრცელდება მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიაზე.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსებისმიმართ. ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაა. თუმცა, ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდებასააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც, ობიექტურ მიზეზთა გამო, აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელიმეგობრებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა გაკვირვებას იწვევს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031