გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა თავიანთ თანამშრომლებზე უნდა იზრუნონ და ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით აღჭურვონ

15-10-2020

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად ყველა უნდა გადავიდეთ დისტანციურ სამუშაოზე, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით.
„ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, ცუდი ფაქტია და, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31