გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"tert.am"(სომხეთი): ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებული 25-წლიანი ბლოკადა შეიძლება მოხსნილად ჩავთვალოთ

26-12-2017

ყოველდღიური სომხური გაზეთი «Ժամանակ» („დრო“) აქვეყნებს სტატიას სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ, რომელშიც გამოხატულია იმედი პრეზიდენტს სერჟ სარგსიანის ვიზიტის მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებზე, განსაკუთრებით ზემო ლარსის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის (სავაჭრო-ეკონომიკური დერეფნების) გახსნაზე.

„ამის საფუძველს გვაძლევს ჩვენი მეგობარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გზებით ვისარგებლოთ. თუ ეს რეალურად განხორციელდება და სომხეთს ნება მიეცემა რუსეთს აფხაზეთის რკინიგზით და ტრანსკავკასიური მაგისტრალით (როკის გვირაბით) დაუკავშირდეს, მაშინ აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებული 25-წლიანი ბლოკადა, შეიძლება მოხსნილად ჩავთვალოთ“, - წერს «Ժամանակ».

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728