გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა

18-04-2018

აჭარის რეგიონის შემდეგ თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში არსებულ სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდა. ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და მასზე დისლოცირებულ პირად შემადგენლობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეზერვის ახალ სისტემას სხვადასხვა ბაზაზე ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდება.


ლევან იზორიამ ეროვნული გვარდიის საველე ბანაკი პალდოში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მუხროვანში და საწვრთნელი ცენტრი „ნორიო“ მოინახულა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930