გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც არ არის ფაქტები და არის მხოლოდ ზოგადი საუბარი, ეს არასწორი მიმართულებით წარმართავს მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას

26-10-2020

„როდესაც არ არის ფაქტები და არის მხოლოდ ზოგადი საუბარი, ეს არასწორი მიმართულებით წარმართავს მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული უწყების ხელმძღვანელი, იყენებს საკუთარ, სამსახურეობრივ პოზიციას იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი თანამშრომლის მიერ პირობითად, ხმის მიცემა.

„თუ ასეთი რამე ხდება ხომ უნდა გვითხრან რომ ეს სახელი და გვარი ამას და ამას ეუბნება? ჩვენ ამას ველოდებით, როგორც კი გვეტყვიან მაშინვე გვექნება რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031