გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარკო რუბიო: „Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა

9-10-2026

„Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.


კითხვა შეეხებოდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის, სახელწოდებით „Epic Furry” ფარგლებში, პორტუგალიის ლაჟესის აეროდრომის გამოყენებას და ამის გამო დაწყებულ გამოძიებას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაძლო დარღვევის გამო. კონკრეტულად კი, „Amnesty International“-ის განცხადებას, რომ პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს სამხედრო დანაშაულებსა და ქმედებებს.


როგორც რუბიომ აღნიშნა, ორგანიზაცია ყურადღებას უნდა ამახვილებდეს ირანის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და არა აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციაზე.


„თუ მკითხავთ, რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას „Amnesty International“, გეტყვით: ირანის რეჟიმზე, რომელმაც ცივსისხლიანად მოკლა ათობით ათასი ადამიანი თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში. „Amnesty International“-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ იჭრება ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში - როდესაც მომიტინგეები დაშავებულნი არიან - და როგორ კლავს ადამიანებს საავადმყოფოს საწოლში; თანაც, ზოგჯერ კლავს იმ ექიმებსა თუ ექთნებსაც, რომლებიც მათ მკურნალობდნენ. სწორედ ამაზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს არის სამხედრო დანაშაულები. ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და დანაშაულები, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან,“ - განაცხადა მარკო რუბიომ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031