გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა ცნობილი ყრილობაზე გახდება

27-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის თაობაზე ცნობილი პარტიის მომავალ ყრილობაზე გახდება.
ამის შესახებ თალაკვაძემ პოლიტსაბჭოში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. 

„პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის წარდგენაც და კენჭისყრაც მოხდება პარტიის მომავალ ყრილობაზე. ეს გადაწყდება შიდაპარტიული კონსულტაციების გზით, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე გაიმართება, მათ შორის პოლიტსაბჭოს დღევანდელ წევრებთან, ხოლო შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტულ შემადგენლობაზე საუბარი“- განაცხადა თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ სიახლეა. პარტიის თავმჯდომარის პოსტს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031