გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებით გამოვყოფ ივანიშვილის ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც პოზიტიურად წაადგება პარტიას

27-04-2018


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით პარტიას მეტი დინამიკა და მოტივაცია შეემატება.

მისივე თქმით, ივანიშვილის ინტელექტუალური რესურსი „ქართულ ოცნებას“ გასაკუთრებულად წაადგება.

„კიდევ უფრო მეტი დინამიკა, კიდევ უფრო მეტი მენეჯმენტი, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ა.შ. ის არის ამ პარტიის დამფუძნებელი, ყველაზე მეტად მისი ინტელექტუალური რესურსი, მისი ნებისმიერი რესურსი, განსაკუთრებით გამოვყოფ მის ინტელექტუალურ რესურსს, მის ავტორიტეტს, უდავოდ პოზიტიურად წაადგება პარტიას და პარტიის გაძლიერება ბუნებრივად აისახება ქვეყნის სიძლიერეზე“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში ბრუნდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930