გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: გუნდში ყველა წევრს უნდა გამოენახოს საკუთარი როლი

1-05-2018


პარლამენტარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი არაა იქნებოდა თუ არა პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში.

მისივე თქმით, აუცილებელია, გუნდის ყველა წევრს საკუთარი ფუნქცია მოეძებნოს.

 

„არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვიქნებოდი თუ არა პოლიტსაბჭოში. მთავარი ისაა, რომ დამოკიდებულება არსებითად იცვლება და გუნდის ყველა წევრს უნდა გამოენახოს საკუთარი როლი, ფუნქცია. მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ თავისი შესაძლებლობები დაახარჯოს გუნდს. ამიტომ  ნამდვილად მგონია, რომ ის შემადგენლობა, რომელიც განვსაზღვრეთ, ოპტიმალურია და ყრილობა იმედია, მხარს დაუჭერს“- განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ საბჭოს წევრობის კანდიდატთა ვინაობა გახდა ცნობილი. ესენი არიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930