გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში

17-05-2021

„პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის განმავლობაშიც, პარლამენტის თავმჯდომარე ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობების პირებს შეხვდება.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარე, თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს ევროპაში, ბრიუსელში. ეს არის, კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში. მსურს წარმატებები ვუსურვო კახა კუჭავას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად არის წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთგულია იმ სულისკვეთების, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის შეთანხმებაში. ჩვენ მომხრე ვართ თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკის. ჩვენ გვსურს მშვიდი, საქმიანი პოლიტიკური პროცესი და ვფიქრობ ეს შესაძლებელი იქნება უკვე უახლოესი თვეების განმავლობაში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031