გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგყოლბაიამ და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს

9-05-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შოთა გვილავას და არტიომ კოპალიანს ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.


ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.


ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და კომპანია ,,კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა. სასაჩუქრე კალათა თბილისის მასშტაბით მცხოვრებმა ყველა დევნილმა ვეტერანმა მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930