გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ტყემალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთად უნდა გადავწყვიტოთ

13-09-2021

"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართა.

 გიორგი ტყემალაძემ ფალიაშვილის, ბაგებისა  და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს ის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც ვაკის რაიონის განვითარებისთვის, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში  აქტუალური იქნება.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით,  მნიშვნელოვანია მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საკუთარი უბნის  განვითარების დაგეგმვაში.

"ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვეცნობით მათ პრობლემებს და ვმსჯელობთ უბნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, რადგან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ რა მოსაზრებები და ხედვები აქვთ ადგილობრივებს თავიანთი უბნის განვითარებისთვის და ერთად განვსაზღვროთ ვაკის რაიონისთვის  პრიორიტეტული მიმართულებები"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031