გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

30-05-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ მერაბიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსმა წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიებას ახალწვეულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031