გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინისტრმა ნანა გაბელიამ ბავშვთა სარეაბილიტაციო ფონდს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

28-09-2021

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის პატრონაჟის ქვეშ მყოფი მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა და მათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ცენტრი რეგიონებიდან ჩამოსულ, სიმსივნით დაავადებული ბავშვებს სრულ რეაბილიტაციას უსასყიდლოდ უწევს, რომელთა შორის აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ბავშვებიც არიან.


"გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფონდის საქმიანობის ხელშეწყობაში. ეს არის კავკასიაში პირველი მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარებიან", - განაცხადა ნანა გაბელიამ.


აღნიშნული ღონისძიება ,,მშვიდობის ლაბორატორიის“ პროგრამის ფარგლებში ბერი ანდრიას ფონდთან პარტნიორობით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031